22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 38 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის სოფელში არ გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა, რის შემდეგაც მეზობლებმა მიაკითხეს და გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ზუსტი გარემოებების დასადგენად, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიდანიელ შერვაშიძის ოჯახი: მოვითხოვთ დანიელის გარდაცვალების საქმის სრულ და ობიექტურ გამოძიებას
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური იერიშები მიიტანა – არის მსხვერპლი