8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბავშვებში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბავშვებში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

აღსაზრდელების დაინფიცირების გამო, გურჯაანის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჯგუფიც კი იყო დაკეტილი. კოკსაკი ენტეროვირუსების სახეობის ინფექციაა, რომელიც ხშირად 10 წლამდე ბავშვებში ვრცელდება.

გურჯაანში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგ, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მტკივნეული, წყლულოვანი გამონაყარი და იარები პირის ღრუსა და სხეულზე.

სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდენენ.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
შემდეგი სტატიამედია: რუსების იერიშის შედეგად კიევის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა