გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. ადგილობრივების ცნობით, ის საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სოფლის მიმდებარედ ვენახის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ცეცხლი გაუხსნეს.
ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობდა და სოფელში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.


















