გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე ჭერემმა სოფელ ჭორემთან დამაკავშირებელი გზა დააზიანა. მუნიციპალიტის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, სოფელი ჭერემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
“მდინარე ჭერემი ადიდდა და გზის ნაწილი წაიღო. სტიქიის ადგილზე სპეციალური ტექნიკა დაიწყებს მუშაობას. მოსახლეობა გარესამყაროს არის მოწყვეტილი და ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება დროულად მოხდეს გზის აღდგენა”, – განაცხადა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ბათუმის კლუბებში ჩადენილი გამოძალვის და იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავა, სამი კი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ სურამში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა