24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ხიდი დააზიანა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ერთ-ერთი ხიდი დააზიანა.

სოფელ ველისციხეში მდებარე ე.წ “ჟორსის ხიდი” დაახლოებით 30 წლის წინ აშენდა, რომელიც ველისციხის საკვირაო ბაზარს და სოფელ ახაშენის მოსახლეობის კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს აკავშირებს ცენტრალურ გზასთან.

“რამდენიმე დღის განმავლობაში, მოსული, გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა ხევმა სოფელ ველისციხის ერთ – ერთი ხიდი დააზიანა. შევისწავლით არსებულ ვითარებას და შესაბამის უწყებებთან ერთად თანამშრომლობით, უმოკლეს დროში დავგეგმავთ ხიდის აღდეგინისთვის საჭირო ღონისძიებებს”-, აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.

banner
წინა სტატიაშიირანი: ჰორმუზის სრუტე მთლიანად ირანის ხელშია
შემდეგი სტატიაჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაიცვას ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილის უსაფრთხოება