გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან თბილისში გადაყვანილ ორი თვის ბავშვს, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან თბილისში გადაყვანილ ორი თვის ბავშვს, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, ბავშვის ისტორია და კლინიკური ნიშნები ეჭვის საფუძველს იძლეოდა.

„ბავშვი თურქეთის მოქალაქეა, აქვს მოგზაურობის ისტორია. დედის მონათხრობით, მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა ხველა. ამიტომ აუცილებელი იყო მისი გადაყვანა და შესაბამისი ანალიზი. პასუხი უარყოფითია,“- განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, ორი თვის ჩვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ექიმებმა ეჭვი ახალკორონავირუსზე მიიტანეს.

სამი შესაძლო შემთხვევიდან, რომელიც გუშინ კახეთში დაფიქსირდა, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი, არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი : მარნეულსა და ბოლნისში თანამოქალაქეები მშვიდად ხვდებიან არსებულ ვითარებას, მინდა, მთავრობის სახელით მათ მადლობა გადავუხადო
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი ბოლნისსა და მარნეულში სურსათით უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა