6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

გურჯაანის აგრარულ ბაზარშ 29 წლის ახალგაზრდამ 66 წლის მამაკაცი დაჭრა – დამნაშვე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული,  წარსულში ნასამართლევი ლ.ო. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარულ ბაზარში,  ცივი იარაღის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა 1960 წელს დაბადებული ზ.ბ.-ს.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონოსძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ო. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი –  დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ბრალდებული სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ” – შსს
შემდეგი სტატიაცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს