გურჯაანი-თბილისის გზაზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

გურჯაანი-თბილისის გზაზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ძლიერი ცეცხლისა და დაკვამლიანების გამო ადგილზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

საავტომობილო მოძრაობა მცირე დროით შეფერხებული იყო.

დაიწვა სატვირთო მანქანის ერთი ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსისტემიდან გაუჩნდა.

banner
წინა სტატიაშიომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 32 950 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიალოიდ ოსტინი – ვფიქრობ, დღევანდელი მინისტერიალი საფუძველს ჩაუყრის ნატო-ს მადრიდის წარმატებულ სამიტს