გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო მოძრაობა აღდგენილია

news
ავტ.: news აპრილი 25, 2016 20:20

გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო მოძრაობა აღდგენილია

გურჯაანი-თელავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო მოძრაობა აღდგენილია. სოფელ ვეჯინთან ამოტრიალებული “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” კუთვნილი ბენზინმზიდის გასწორება სპეციალური ტექნიკის შედეგად მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე კახეთის სახანძრო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. სპეციალისტების თქმით, ავზში არსებული საწვავის აალების საშიშროება იყო, რის გამოც საპატრულო პოლიციას თითქმის ოთხი საათის განმავლობაში ცენტრალური გზა გადაკეტილი ჰქონდა.

საწვავით სავსე 20 ტონიანი ბენზინმზიდი შუადღეს ამოტრიალდა.

news
ავტ.: news აპრილი 25, 2016 20:20

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics