გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა

გურჯაანი-თელავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე სოფელ ვეჯინთან 20 ტონიანი საწვავით სავსე ბენზინმზიდი ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, თუმცა არსებობს აალების საფრთხე, რადგან საწვავი მაგისტრალზე იღვრება.

მაგისტრალი პატრულისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადებს გადაკეტილი აქვთ.

როგორც გურჯაანის სამაშველო სამსახურის უფროსი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, ბენზინმზიდის ამოტრიალების მიზეზი ჯერ უცნობია. მისივე ინფორმაციით, მანქანა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშიკახეთში სოციალურ მუშაკთან მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს ქალბატონი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასოფელ ზედაეწერში მაღალი ძაბვის ხაზებთან ახლოს ხანძარია