6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

გურიის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, პოლიციელების მიერ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია – სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე