გურიის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ლანჩხუთში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი ნ.ფ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა
მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ
მდივანს – გ.ც.-სა და მის მეუღლეს – ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – 1-ელი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და “ბიძინობა” სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე – ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი ციხეში დაჭერა, ეს არის ბატონი ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის და ციხის წინ აკეთებ კომენტარებს