გურიის მაჟორიტარი პრემიერთან არ შეუშვეს

გურიის მაჟორიტარი პრემიერთან არ შეუშვეს – ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

ღარიბაშვილმა, რომელიც გუშინ გურიაში იმყოფებოდა, ფოლკლორის ცენტრის წინ, ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გახსნა. სწორედ ამ დროს, ფოლკლორის სახლში გურიის მაჟორიტარს, ვასილ ჩიგოგიძეს შესვლაზე უარი უთხრეს, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია – “პარლამენტარმა ფოლკლორის ცენტრი და მისი თანამშრომლები საჯაროდ უშვერი სიტყვებით მოიხსენია, მისი ხელმძღვანელის მისამართით კი, ასევე საჯაროდ რამდენჯერმე შეიგინა” – წერს გამოცემა.

პარლამენტარს განუმარტეს, რომ მისი სახელი და გვარი სტუმრების სიაში არ იყო.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომებში ონლაინ ფორმატით მონაწილეობს
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო