გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ჭანუყვაძე თანამშრომლებს დღეს დილით დაემშვიდობა. გადადგომის მიზეზი უცნობია.
მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. იქამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს პრემიერი ბახტაძე ყველა გუბერნატორს გაათავისუფლებს. პრემიერი სპეციალურ განცხადებას 11 საათზე გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლის ჩვენება, რომელიც მან აზერბაიჯანულ გამოძიებას მისცა, ახლა უკვე ქართველ ადვოკატებსაც აქვთ
შემდეგი სტატიახელმოცარულ და უპერსპექტივო ოპოზიციას იერიშები მიაქვს ივანიშვილზე – პრემიერი