გურიის გუბერნატორად მერაბ ჭანუყვაძის კანდიდატურა განიხილება

არსებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორის თანამდებობაზე მერაბ ჭანუყვაძე ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას „გურიანიუსი“ ავრცელებს. მერაბ ჭანუყვაძე ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებს.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას სავარაუდოდ მომავალ კვირაში დატოვებს.

”სხვა სამსახურში გადავდივარ. თვითმმართველობის არჩევნების ოთხ წლიანი ციკლი დასრულდა. ახალი გამგებლები, ახალი გუბერნატორები უნდა მოვიდნენ, მე ასე ვთვლი. ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოვწურე”, – აღნიშნა გია სალუქვაძემ.

გია სალუქვაძე, ჯერჯერობით არ საუბრობს, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას. მისი თქმით, რამდენიმე შემოთავაზება აქვს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევროს კომპენსაცია ჩაურიცხა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – მოვუწოდებ ნარმანიას, მორჩეს წინასაარჩევნო მაიმუნობებს