გურიაში ZARA-ს ტანსაცმლის წარმოება დაიწყება

გურიაში ZARA-ს ტანსაცმლის წარმოება დაიწყება. ბრენდის სამოსის ფაბრიკის აშენება ოზურგეთში იგეგმება. პროექტის საწარმო 1000-მდე ადგილობრივს დაასაქმებს.

ZARA მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 2000-მდე მაღაზია აქვს.

კომპანიის წარმომადგენლებმა საპრივატიზაციო ობიექტები და პროფესიული კოლეჯი ჰორიზონტი დაათვალიერეს, სადაც მუშახელის გადამზადება მოხდება.

თურქული კომპანია „ENA Textile“ გურიაში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს.

„ გურიის რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. მსგავსი სახის პროექტები რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ქალაქ ოზურგეთში არსებული ფართების შესწავლის შემდეგ მოლაპარაკება შემდეგ ეტაპზე გადავა. ჩვენ კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“ – განაცხადა გია სალუქვაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქალაქში არსებული საპრივატიზაციო ობიექტები დაათვალიერეს და პროფესიული კოლეჯი “ჰორიზონტი” მოინახულეს, სადაც საწარმოში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი : ხელისუფლება საჯარო მოხელეებს იბარებს და ეუბნება, რომ მართკუთხედებით შემოხაზონ 41
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში 9 საარჩევნო უბანი გაიხსნება