გურიაში პოლიციის რეიდები დაიწყო

news
ავტ.: news ნოემბერი 26, 2015 10:19

გურიაში პოლიციის რეიდები დაიწყო

გურიაში, მთელი რეგიონის მასშტაბით საპოლიციო კონტროლი დაიწყო. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ, მათი ვინაობით ინტერესდებიან, დოკუმენტაციას თხოვენ და საბარგულებს ამოწმებენ.

გარდა ამისა, ოზურგეთის შემოსასვლელსა და გასასვლელებში, ისევე როგორც დანარჩენ მუნიციპალიტეტში, გუშინ საღამოს საათებში დაწყებული კონტროლი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

ადგილებზე რამდენიმე პოლიციელია მობილიზებული, აჩერებენ ნებისმიერ გამვლელს და ტრანსპორტს. მოწმდება მგზავრთა საბუთები და ხდება ავტომანქანების გარეგნული დათვალიერება.

თუ რას უკავშირდება შემოწმებები, ამის შესახებ კომენტარს პოლიციელები არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის ჩვეულებრივი სახის საპოლიციო კონტროლი, რომელიც როგორც გურიაში ისე სხვა რეგიონებში სისტემატიურად ხორციელდება.

news
ავტ.: news ნოემბერი 26, 2015 10:19