28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

გურიაში მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს

14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით, სკოლის მოსწავლის ბიძა [დეიდის ქმარი] დააკავეს – შემთხვევა გურიაში გუშინ მოხდა.

როგორც TV პირველს ადგილობრივები უყვებიან, 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოზარდის სახლში სტუმრად მყოფმა კაცმა იძალადა.

ბრალდებული სამართალდამცავებმა გუშინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას 14 წლის გოგოს დედამ მიმართა.

დაკავებულს ბრალი რამდენიმე საათის წინ წაუყენეს. სასამართლო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს.

გამოძიება გაუპატიურების მუხლით არის დაწყებული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო ­­- საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე MMA-ის მებრძოლის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა