გურიაში მოხმდარ სისხლიან გარჩევას 46 წლის მამაკაცი ემსხვერპლა – დაჭილია კიდევე რთი პირი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაჭრილი 46 წლის ოთარ მუქია გარდაიცვალა. იგი სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში, მრავლობითი ჭრილობით ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის შედეგად დაიჭრა კიდევ ერთი შუახნის მამაკაცი. მედიკოსების ინფორმაციით, გია ტუღუშის მდგომარეობა სტაბილურია.

საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოიკითხნენ მოწმეები. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თუმცა, ამ ვერსიას არ ადასტურებენ გარდაცვლილისა და დაჭრილის საერთო ახლობლები. მათი თქმით, საქმეში მესამე პირიც ფიგურირებს, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიერთი წელი არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან – მისი შინაგანი ორგანოები მოთხოვნის მიუხედავად გადმოცემული ამ დრომდე არ არის
შემდეგი სტატიაბესელიას მოიშორებს…კობახიძეს საკონსტიტუციოში დაასაქმებს…კალაძეს მიჯირყვნის…