გურიაში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად დღეს დაბა ლაითურში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს 15 წლის ახალგაზრდასა და შუა ხნის ქალბატონს კონტაქტი ჰქონდათ, გუშინ ლაითურში გამოვლენილ შემთხვევასთან 62 წლის კოვიდინფიცირებულთან.

„როგორც იცით, გუშინ დადგენილი იქნა 32 კონტაქტი. ნაწილი ანალიზის პასუხებისა უკვე ცნობილია, ნაწილს კი ველოდებით. დღეს დაგვემატა ორი ინფიცირებული. ორივე ლაითურელი ქალბატონის კონტაქტია.
ეპიდემიოლოგები ახლა აღნიშნული პირების კონტაქტების მოძიებასა და დატესტვას გეგმავენ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

დღეისათვის გურიაში კოვიდინფექციის ექვსი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ოთხი ოზურგეთის და ორი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

banner
წინა სტატიაშიდღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია 1000-მდე აბი სუბუტექსი