გურიაში კორონავირუსი ორი თვის ბავშვს დაუდასტურდა

გურიაში დღეს კორონავირუსის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთაგან ორი არასრულწლოვანია.

ყველაზე პატარა ორი თვისაა. პაციენტებს შორისაა 13 წლის მოზარდიც. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.

„ინფიცირებულთაგან ორი ჩოხატაურელია, ორი ლანჩხუთელი, ერთი კი ოზურგეთელი. მათგან ორი ბავშვია. ყველა პაციენტი გადაყვანილია კოვიდკლინიკაში. მიუხედავად გახშირებული შემთხვევებისა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიმაიკ პომპეო – ვაფასებთ ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში
შემდეგი სტატიაპაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით აჭარაში შეიქმნა მცირედი შეფერხება