27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

გურიაში კაცი მოკლეს – შსს განცხადებას ავრცელებს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში  მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მალევე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიხვალ სასამართლო ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს – რა მუხლებით ედავებიან ოპოზიციონერებს?
შემდეგი სტატია“გილოცავთ ქოცებო, თქვენ მოიგეთ დასვენებული ნანუკა, ახალი ენერგიით! სასტიკად ბანძები ხართ”- ნანუკა ჟორჟოლიანი საკნიდან