გურიაში ე.წ. “ღამის მგლების” წევრი ბაიკერები გამოჩდნენ

გურიაში ე.წ. “ღამის მგლების” წევრი ბაიკერები გამოჩდნენ. ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატმა გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ მათ მოტოციკლზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტები აქვთ დამაგრებული. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ რუს ბაიკერებს გეორგიევსკის ლენტები ჩამოართვეს და დაწვეს.

“ენმ”-ს წევრის ბესო ქათამაძის ინფორმაციით, რუსი ბაიკერები მანამდე პატრულმა გააჩერა, საბუთები შეუმოწმა და გაატარა.

“ქართული სახელმწიფოს უპირველესი მტერი, ივანიშვილის მატყუარა ოცნების მთავრობაა, რომლებიც გვიმტკიცებდნენ პუტინის ღამის მგლებიბ არშემოუშვით ქვეყანაშიო, აი ფაქტიც, შემოუშვეს და თავისუფლადაც გადაადგილდებიან ქვეყანის მაშტაბით,”-წერს ბესო ქათამაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში„მე სასამართლო სისტემაში რომც არ ვიყო, არ დავიკარგები“ – ლევან მურუსიძე
შემდეგი სტატიაძლიერი სეტყვის შედეგად ახმეტის რაიონის სოფლები დაზარალდა