გურიაში 15 წლის მოზარდი დაიღუპა

გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში უბედური შემთხვევა მოხდა. „ლუაზის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც 15 წლის მოზარდი იჯდა, ღელეში ჩაგორდა, მანქანა გადაბრუნდა, მოზარდი კი, მის ქვეშ მოექცა.

მოზარდმა ადიდებულ ღელეში მანქანიდან გამოსვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიმდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს მხოლოდ ის შეუძლია, რომ ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანს ხელი შეუშალოს
შემდეგი სტატიაოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს სპეციალური განცხადებით მიმართავენ