გურიასა და სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთვება

გურიასა და სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთვება, – ეს განცხადება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გააკეთა.
“ჩვენ კონკრეტულ მავნებელთან გვაქვს საქმე. ყველა ღონისძიება ზუსტი და ადექვატურია. არც საწყისი წამლობა დაგვიანებული არ ყოფილა. ავიაციის გამოყენებაც იმ გეგმის მიხედვით ხდება, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს ქიმიური პესტიციდებია, ქიმიურ პესტიციდებთან ურთიერთობა თავის წესებს მოითხოვს და უსაფრთხოებას თავისი წესები აქვს. ჩვენ შეიძლება ავიაციის მასშტაბურად ყველგან გამოყენება და მავნებლის განადგურება, მაგრამ ავიაციის გამოყენების არეალი სამწუხაროდ შეზღუდულია. ის შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ძალიან დისტანციურ არეალში, იქ სადაც მოსახლეობასთან ან მჭიდრო დასახლებებთან საქმე არ გვაქვს. სახელმწიფოს ამ კუთხით რესურსები ნამდვილად არ დაუზოგავს და მაქსიმუმზე მაქსიმუმს აკეთებს”, განაცხადა დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიN15 დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა არ მოაწერა ხელი ოქმს საზღვრის დარღვევის შესახებ