გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. თეატრისა და კინოს მსახიობი მძიმედ ავადმყოფობდა და გარდაცვალებამდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. გაბუნიას ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში, მათ შორის „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „თბილისი ჩემი სახლია“. სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.

banner
წინა სტატიაშიფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდს რამდენიმე დღეა ეძებენ
შემდეგი სტატიარეპერი შავი პრინცი გარდაიცვალა