გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი მოკლული მამაკაცები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი მოკლული მამაკაცები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც ადგილობრივები  ყვებიან, ორივე მოკლულს ტყვია შუბლში აქვს ნასროლი.

ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ ორივე ახალგაზრდა სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღითაა მოკლული, რის გამოც მათ სროლის ხმა ვერ გაიგეს. მათივე ინფორმაციით, ცხედრები ერთ-ერთი მოკლულის მამამ რამდენიმე საათის წინ იპოვასაცხოვრებელ ბინაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისტიქია წალენჯიხაში (Foto)
შემდეგი სტატია“გენდერული დისკრიმინაცია” – კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ჯანეზაშვილისა და დოლიძის პროტესტზე