გურამიშვილის გამზირზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

წუხელ, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში – გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, ავტომობილის მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია და დადგენილია მძღოლის ვინაობა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშივიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რისკების პრევენციისთვის რეგულაციების გამკაცრებას მხარს დავუჭერთ
შემდეგი სტატიავაფრთხილებთ მოქალაქეებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებისას არ წამოეგონ ცრუ ინფორმაციასა და შუამავლების დაპირებებზე