გურამიშვილის 80 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

გურამიშვილის 80 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ფერდობზე, სადაც ნაშალი მიწაა, შპს ”ეიმ ბილდინგ კომპანი” 8-სართულიან კორპუსს აშენებს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საფრთხეს შეუქმნის. ისინი შესაძლო სავალალო შედეგზე საუბრობენ.

ადგილობრივების თქმით, ადრე მერიამ ამ ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობის უფლებაზე უარი განაცხადა, სანაცვლოდ კი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება. ისინი მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

„ადრე მოსახლეობამ მიმართა, სკვერის და სტადიონის გაკეთება უნდოდათ ამ ტერიტორიაზე. მერიამ მიმართა, რომ აქ არ შეიძლებოდა ასეთი სტადიონის აშენება, იმის გამო, რომ არის ნაშალი მიწა. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს და სანდო წყარომაც მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ აქ აპირებენ შემდგომში კოეფიციენტის გაზრდას და აპირებენ 18-სართულიანი კორპუსის აშენებას და ხალხი აღშფოთებულია იმიტომ, რომ აქ ყოვლად დაუშვებელია და სავალალო შედეგი დადგება,“ – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მედიაპალიტრას” დირექტორი, ალექსანდრე ახალმოსულიშვილი.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს
შემდეგი სტატიამოსამართლე ბრალდებულ „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომელს – თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!