27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

გურამ როგავა: ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს, ჩემი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, ვისზეც წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა

“პროკურატურაში გამართული ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს ჩვენთვის, იქ არ დასახელებულა არავის ვინაობა, ინიციალები არ უხსენებიათ. ჩემი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, ვისზეც ჩვენ წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს საბოლოო ჯამში გამოძიება. მე მაინტერესებს ზვიად ხარაზიშვილი სად არის ახლა, დავით ყამარაული, ვასილ გასვიანი, ლუკა ედილაშვილი ესენი არიან სწორედ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ამ სისხლიან ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ,_  ამბობს გურამ როგავა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს.

როგორც მოგვიანებით პროკურატურაში ინტერპრესნიუსთან საუბრისას თქვეს: “გურამ როგავაზე თავდამსხმელი პირი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია – ელისო ჯარიაშვილის მიერ რეპორტაჟში დასახელებული პიროვნების რაიმე სახის კავშირი საქმესთან არ დასტურდება”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
შემდეგი სტატიაქეთი თურაზაშვილი – ვითხოვთ დაისაჯოს ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი, მოძალადე პოლიციელი