გურამ რჩეულიშვილი “ცენტრ-პოინტის” ბათუმის “მაგნოლიას” საქმეზე სასამართლო პროცესების 2 კვირით გადადებას ითხოვს

ბათუმის „მაგნოლიას“ საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა ადვოკატი ქეთი ჩომახაშვილი პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. შემდეგი სხდომა 13 აპრილს 10:30 საათზე ჩაინიშნა.

გურამ რჩეულიშვილმა საქმის მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და სასამართლო პროცესების 2 კვირით გადადება მოითხოვა.

გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, პენიტენციალური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სიტუაციაში გასარკვევად გარკვეული დრო სჭირდება:

“2 კვირით ვითხოვ სხდომის გადადებას ორი მიზეზის გამო. პირველი, რომ მამაჩემი მართლა ძალიან ცუდადაა და მისახედი მყავს და მეორე, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უნდა ვიმუშაო და დრო მჭირდება. მოსამართლეს მივმართე, რომ ორი კვირა მომცეს. ჩემს ადვოკატს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ფეხმძიმედაა და საბუთიც აქვს შესაბამისი. ზეგ აუცილებლად იქნება ადვოკატი და ასევე იქნებიან მოწმეებიც”, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას საკრებულოში ელოდებიან
შემდეგი სტატიალევან იზორია : ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესები დიდი გამოწვევაა