გურამ ფალავანდიშვილი – თუ მოვიდა ინფორმაცია, რომ სადმე ატარებენ უმსგავსობის პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ

თუ მოვიდა ინფორმაცია, რომ სადმე ატარებენ უმსგავსობის პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ, – ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

გურამ ფალავანდიშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, ხელი შეუშალონ „სიბილწის პროპაგანდას“.

როგორც ფალავანდიშვილი დასძენს, ის ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს.

„ქუჩების კურთხევა ძალიან კარგია, მაგრამ თუ მოვიდა ინფორმაცია, რომ სადმე ატარებენ უმსგავსობის პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ. მოვუწოდებთ მომხრეებს, რომ აღკვეთონ და ხელი შეუშალო ჰომოსექსუალიზმის, სიბილწის პროპაგანდას“, – აღნიშნავს ფალავანდიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: „ქართულმა ოცნებამ” თვითლიკვიდაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ