გურამ ოქროპირიძე: ქართველმა ხალხმა დიდი ხანია ევროპული არჩევანი გააკეთა

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ წევრი გურამ ოქროპირიძე ოპოზიციონერ კოლეგებს გამოეხმაურა და მათ განცხადებებს ცინიკური და დესტრუქციული უწოდა. გურამ ოქროპირიძის თქმით, ქართველმა ხალხმა დიდი ხანია ევროპული არჩევანი გააკეთა.
,,სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკა ღირებულებებისა და ფასეულობებისგან დაიცალა და ბევრი დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფი გაჩნდა, რომელთაგანაც ღირებულებებისგან დაცლილი უცნაური შეფასებები მოვისმინე’’,- განაცხადა საკრებულოს წევრმა და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს საკუთარი მმართველობის პერიოდი შეახსენა.
გურამ ოქროპირიძის თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ირღვეოდა დასავლური ღირებულებები და ადამიანის უფლებები, სწორედ მათი მმართველობის დროს ხდებოდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.
,,თქვენ არ მოგწონთ დედაქალაქის ბიუჯეტი, თუმცა, არ შემოგვთავაზეთ თქვენს მიერ შემუშავებული ალტერნატიული ბიუჯეტი, დაიწუნეთ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, თუმცა, საკუთარი ხედვები არც ამ მიმართულებით შემოგითავაზებიათ’’,- აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ და კოლეგებს ნაცვლად უსაფუძვლო კრიტიკისა, თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

წინა სტატიაშისანქციები ივანიშვილის გარემოცვას – ოპოზიცია დასავლეთში ხუთკაციან შავ სიას აგზავნის
შემდეგი სტატიას ხუნდაძეები და ერთუჯრედიანი დანარჩენები, არავინ არაფერს არ წარმოადგენს, ეს განცხადება მის მენტალობაში ჯდება – ნათელაშვილი