გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო „ჩემი სოხუმი“ გაიმართა

ბათუმის მუსიკალური ფესტივალის „Batumi Music Fest“-ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო „ჩემი სოხუმი“ გაიმართა.

მწერალმა ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობები გაიხსენა .

საღამოზე სიტყვით გამომსვლელებმა გურამ ოდიშარიას მიერ  ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღსადგენად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს ,მის დიდ ღვაწლზე სახალხო დიპლომატიის ეგიდით წარმართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში მონაწილეობით.

საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა  ანსამბლმა ,,აფხაზეთმა“ ქართული და აფხაზური ფოლკლორული ნომრები  შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ქალაქფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, ბათუმის მუსიკალური  ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე, აჭარაში მცხოვრებიაფხაზები, პოეტის მეგობრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებიესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს
შემდეგი სტატიააფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. აღიარების გამო სირიის მიმართ დამატებითი ფინანსური შეზღუდვების დაწესება მხარდაჭერის მტკიცე პოლიტიკური გზავნილია- დავით ზალკალიანი