გურამ მაჭარაშვილი: სამართლიანად და ბუნებრივად მოხდა ამ შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის პირობებს მხოლოდ მმართველი გუნდი ასრულებდა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს შეთანხმებიდან, ბუნერბრივია.

„შეთანხმება მაშინ არსებობს, როცა მას ორივე მხარე ასრულებს. საბოლოოდ, სამი თვისთავზე, ჩვენ მივიღეთ სურათი, რომ ეს შეთანხმება ძალაში მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ იყო, რომელიც პირნათლად ასრულებდა მასში გაწერილ საკითხებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სამართლიანად და ბუნებრივად მოხდა ამ შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კოვიდინფიცირების 2712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატია„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ — Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან