საქართველოს საზოგადოებას ჩვენ ყოველთვის მივცემთ საშუალებას, თავად გადაწყვიტოს, კოალიცია იქნება საჭირო თუ – არა. ამას არავინ ჰკითხავს არც ზურაბიშვილს და არც არავის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს „ევროაქტივთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოცადოს“.
„საქართველოს კონსტიტუცია რომ დაარღვია და რომ არ იცის, ამაზე მისი სიტყვებიც მეტყველებს. არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში, მთლიან დემოკრატიულ ფუძემდებლურ სახელმძღვანელოებში წერია, რომ ხელისუფლებას და პარლამენტს აკომპლექტებს საზოგადოება. საზოგადოება წყვეტს, რამდენი პარტია უნდა შევიდეს, დასჭირდება კოალიცია თუ არ დასჭირდება. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს დავალებები აქვს მიღებული, ჩაეწერა იმათ რიგებში, ვინც ამბობს, რომ ხალხს არავინ ეკითხება და უცხოურმა ძალამ უნდა გადაწყვიტოს, საქართველოში როგორი მთავრობა იქნება, მაგრამ ნურას უკაცრავად. საქართველოს საზოგადოებას ჩვენ ყოველთვის მივცემთ საშუალებას, თავად გადაწყვიტოს, კოალიცია იქნება საჭირო თუ – არა. ამას არავინ ჰკითხავს არც ზურაბიშვილს და არც არავის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.