22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

გურამ მაჭარაშვილი: პრაგმატული პოლიტიკა რომ არა, საქართველოშიც ის იქნებოდა, რაც უკრაინაშია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანა არც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახდა და არც „ქართული ოცნების“, ეს გეოგრაფიულად დადგენილი ფაქტი და მოცემულობაა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკა რომ არა, საქართველოში იქნებოდა ის, რაც უკრაინაშია“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომის შემდეგ ენერგოსტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა. სააკაშვილმა საჯაროდ გამოაცხადა და საქართველოში რუსი ბიზნესმენები მოიწვია, რათა ინვესტიცია განეხორციელებინათ. რუს ბიზნესმენებს საქართველოში ჩამოსვლას ეხვეწებოდნენ. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ომის შემდეგ ხდებოდა. დღეს, ეს ხალხი ვის ესაუბრება? – რუსეთთან მიმართებაში გამოწვევები დიდ სახელმწიფოებს აქვთ და საქართველოს რომ ჰქონდეს, გასაკვირია? პრაგმატული პოლიტიკა რომ არა, საქართველოში იქნებოდა ის, რაც სამწუხაროდ, უკრაინაშია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი: მოწმის თქმით, “ქოლ ცენტრებს” სუს-ი მფარველობდა, ხოლო ნაღდ ფულს გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი კრებდა
შემდეგი სტატიასეს-მა მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა