გურამ მაჭარაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საღებავი შეასხა არა მხოლოდ ცესკო-ს თავმჯდომარეს, არამედ, სულ მცირე, მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს, ის კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს

ცესკო-ში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა საღებავი შეასხა არა მხოლოდ ცესკო-ს თავმჯდომარეს, არამედ მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დავით კირთაძემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონისა და ხალხის წინაშე.

„ჩვენ მორიგ ჯერზე ვიხილეთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. ვნახეთ, რომ ცესკო-ში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა საღებავი პირდაპირ შეასხა კომისიის თავმჯდომარეს და, რეალურად, არა მხოლოდ კომისიის თავმჯდომარეს, სულ მცირე, მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს. ეს ადამიანი აუცილებლად აგებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით, არა მხოლოდ კანონის, არამედ ქართველი ხალხის წინაშეც. ამას ჩვენ, ყველა ერთად ვნახავთ. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ იქნება არავის საჯიჯგნი ქვეყანა. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უმრავლესობის გადაწყვეტილება უნდა იქცეს პატივცემული. სხვა შემთხვევაში, ჩვენ, როგორც სახელმწიფო ვერ შევდგებით. სახელმწიფო დღეს შემდგარია და ამას ნახავს ბატონი, რომელმაც იკადრა და მილიონ ორასი ათას ადამიანს კალანდარიშვილის სახით საღებავი შეასხა. არავის არაფერს გაუტარებს სახელმწიფო და არც ჩვენ, რომლებიც ვართ, სულ მცირე, მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის მიერ არჩეულები, მათ ლეგიტიმაციას ვატარებთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცესკო-ს სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს, აქციაზე დაკავების შემთხვევაში, უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ
შემდეგი სტატიაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის  26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა