გურამ მაჭარაშვილი – მოლაპარაკების პროცესს იმედიანად ვუყურებთ

არსებობს შეთანხმება ჩვენს პარტნიორებთან, რომ დეტალებზე საუბარი არ იყოს. სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იცავს, მაგრამ ჩვენ ამას ბოლომდე დავიცავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნებს ყველა აღიარებს, ბუნებრივია, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება. ამასთან, როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, ევროპელი პარტნიორები დაინტერესებული არიან, ქვეყანაში სტაბილურობა იყოს.

„ამ მოლაპარაკებების ფონზე ჩვენ არსად არასდროს არ გვიხსენებია უკვე არც წითელი, არც ყვითელი და საერთოდ არანაირ დეტალებში ჩვენ არ შევსულვართ, ვინაიდან არსებობს შეთანხმება ჩვენს პარტნიორებთან, რომ დეტალებზე საუბარი არ იყოს. სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იცავს, მაგრამ ჩვენ ამას ბოლომდე დავიცავთ.

საერთო ფონი ნამდვილად არის ისეთი, რომ როდესაც საპარლამენტო არჩევნებს ყველა თანმიმდევრულად აღიარებს, რომ ლეგიტიმურია, იქ ბუნებრივად და ლოგიკურად ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ეს არჩევნები. ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან პოლიტიკური სტაბილური სიტუაციით, მაგრამ ეს პარლამენტში უნდა იყოს. რა პრაქტიკული ნაბიჯებიც გადავდგით, ნიშნავს, რომ ოპოზიციის ნაცვლადაც ავიღეთ მეტი წილი პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ პროცესს იმედიანად ვუყურებთ. ოპოზიციას მეტი პრაქტიკული შეთავაზებები გავუკეთეთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილმა განმარტა, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა საარჩევნო რეფორმების გაგრძელებას სულაც არ გამორიცხავს.

„ის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არის ლეგიტიმურად ცნობილი, არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში რეფორმები გააგრძელო. მათ შორის საარჩევნო რეფორმები. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებამდეც გვქონდა მიზნად დასახული, რომ რეფორმები განხორციელებულიყო. მათ შორის საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით და ჩვენი ოპონენტების მოთხოვნების საფუძველზე. ევროპა ძალიან კარგად ხედავს, რომ ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით იმ გეგმას, რაც გვაქვს დასახული მათთან კონსულტაციების საფუძველზე. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვართ, პოლიტიკური შეთანხმება შედგება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება მართლმსაჯულებას, მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე საერთაშირისო სასამართლოს არა ერთი გადაწყვეტილებაც მიუთითებს. მისივე თქმით, მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობა 60 პროცენტით გაიზარდა.

„ძალიან ბევრი ინდიკატორი გვაქვს იმისთვის, რომ 2012 წლის შემდეგ დავინახოთ მართლმსაჯულების კუთხით რეფორმები როგორ წავიდა. ეს შეეხება, როგორ საერთაშირისო სასამართლოს არა ერთ გადაწყვეტილებას, რომელმაც ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები აღიარა. სასამართლოში გაათმაგდა გამამართლებელი განაჩენებიც. ასევე ძალიან იკლო სტრასბურგში გაგზავნილმა განცხადებებმა. ეს ნიშნავ იმას, რომ საზოგადოების ნდობა 60 პროცენტით გაიზარდა მართლმსაჯულების მიმართ. ჩვენი მიზანია, მართლმსაჯულების რეფორმა კიდევ გავაგრძელოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ელექტროსისტემა – ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირებულია
შემდეგი სტატიაკიბერდანაშაულზე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა