5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, გრანტების კანონზეც კონსულტაციას გვთხოვენ

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების დროს გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, ასეთ კანონს ჩვენც ვიღებთ და იქნებ დაგვეხმაროთო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „გრანტების შესახებ“ კანონის მიზანია მაქსიმალური გამჭვირვალობა.

„დარწმუნებული ვარ, „გრანტების შესახებ“ კანონზეც რამდენიმე თვეში კონსულტაციის გაწევას გვთხოვენ, რატომ და რისთვის მივიღეთ, რადგან როცა ქვეყანას და სუვერენიტეტს იცავ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა უზრუნველყო შენი ქვეყნის დაცვა გარე ჩარევებისგან. ამ კანონის მიზანია, რომ ქვეყანაში მაქსიმალური გამჭვირვალობა იყოს. გამჭვირვალობას 2023 წლიდან ებრძვიან და ვხედავთ, რა შედეგი აქვთ მათ და ჩვენ. ამ კანონმდებლობაზეც ის ხალხი დაგვეთანხმება, ვინც დღეს არ გვეთანხმება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთიანი ყარაბაღის ყოფილ მაღალჩინოსან ვარდანიანს აზერბაიჯანში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიამესტიაში საცხოვრებელი სახლი იწვის