გურამ კაშია – გასვლით თამაშებზე ასეთი მხარდაჭერა ფეხბურთელების უდიდესი ოცნება იყო, უცხო ქვეყანაში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში

 

„ეს უდიდესი წარმატებაა, ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით. მიხარია, რომ ამ თამაშის მონაწილე ვიყავი. ემოციებით დაცლილია მთელი საქართველო. ძალიან მიხარია ასეთი საქართველოს ხილვა.

სასწაული მხარდაჭერაა, გასვლით თამაშებზე ასეთი მხარდაჭერა ფეხბურთელების უდიდესი ოცნება იყო, უცხო ქვეყანაში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში. ჩვენ ეს გარემო ძალიან გვეხმარება წარმატების მიღწევაში , მადლობა გულშემატკივრებს“, – განაცხადა გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთს 30 ივნისს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ ბედნიერი წუთებისთვის
შემდეგი სტატიახვიჩა კვარაცხელია: უბედნიერესი ვარ