გურამ დონაძე საპატიმროდან გაათავისუფლეს

მსჯავრდებული გურგენ დონაძე 2018 წლის 18 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს და ამავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და “გ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ბუტა რობაქიძის საქმე). საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის პროცესში 2020 წლის 15 აპრილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და განესაზღვრა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გურგენ დონაძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2013 წლის 9 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით (რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შედეგად გათავისუფლდა).
საბოლოოდ, 2020 წლის 15 აპრილს პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული სასჯელის მოხდის შედეგად გათავისუფლებული იქნა N9 პენიტენციური დაწესებულებიდან.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: „საპატრიარქოს გაჯიუტებას გამართლება არ აქვს“
შემდეგი სტატიაედიშერ თოლორაია ზუგდიდში 500 ოჯახს პირადი სახსრებით დაეხმარება