გურამ დოჩანაშვილი “ნიუ ჰოსპიტალის” რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს

ქართველი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი, კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” “ნიუ ჰოსპიტალის” პრესსამსახურმა დაუდასტურა.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრის მიზეზებზე ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მწერალი დაახლოებით ორი კვირაა, რაც კლინიკაში იმყოფება.

ავტორი: ნენე ინჯგია

banner
წინა სტატიაში,,ლელო”: მოვითხოვთ, ,,ოცნებამ” ვოლსკის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინოს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა რუსეთს უკრაინის საზღვართან პროვოკაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა