გურამ ამირხანაშვილი ტოიოტაში მჯდომი არასრულწლოვნის ამოსაცნობად შსს-ში იმყოფება

admin
ავტ.: admin ივლისი 23, 2020 12:50

გურამ ამირხანაშვილი ტოიოტაში მჯდომი არასრულწლოვნის ამოსაცნობად შსს-ში იმყოფება

გიორგი შაქარაშვილის საქმის ე.წ. ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება.

ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს “ტოიოტას” მარკის ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი არასრულწლოვანი მგზავრი.

არასრულწლოვანი ზ.ხ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საგამოძიებო უწყებაში უკვე გადაიყვანეს და ამ ეტაპზე ამოცნობის პროცედურა მიმდინარეობს.

ადგილზე არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს უფლებადამცველი გიორგი გელხაურიც იმყოფება. ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. კერძოდ, მისი შეფასებით, საეჭვოა ის ფაქტი, რომ ამირხანაშვილმა არასრულწლოვანი 40 დღის შემდეგ უნდა ამოიცნოს.

“40 დღის შემდეგ რომ ტარდება ასეთი საგამოძიებო მოქმედებები, ლოგიკურია, რომ ამირხანაშვილი ამოიცნობს ზ.ხ.-ს. ჩემთვის საეჭვოა მთლიანად ეს სისხლის სამართლის საქმე. ჩემთვის საეჭვოა იმ შემთხვევის ადგილის დაწვაც. უამრავი კითხვები გვაქვს. მიუხედავად ამისა ხელს ვუწყობთ გამოძიებას”, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით – ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.

დამოკიდებელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ექსპერტიზაში არსებული ჩანაწერი ყველა კუნთზე გაშეშების შესახებ მიანიშნებს გარდაცვალების სავარაუდო დროზე. კერძოდ, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, გაშეშება სხეულზე ადასტურებს, რომ გარდაცვალებიდან 48 საათიც არაა გასული.

დასკვნაში ამ ჩანაწერს გამოეხმაურა ალექსანდრე გეჯაძე და განაცხადა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო. თუმცა დასკვნის შემდგენმა სამხარაულის ბიურომ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი არ იყო შეცდომა.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლს გამოძიება არ ედავება.

fb

admin
ავტ.: admin ივლისი 23, 2020 12:50

Google სტატისტიკა


3,257
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics