გუნდურობის შემაშფოთებელი შესუსტება – თეა წულუკიანი პარტიაში ივანიშვილის დაბრუნების წინაპირობებზე საუბრობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. თეა წულუკიანის თქმით, საგამოძიებო უწყებას თუ კითხვები აქვს, ყოფილმა მინისტრებმა პასუხები უნდა გასცენ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, გუნდში კომუნიკაცია არ იყო და სწორედ ამის გამო გახდა საჭირო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

„შემიძლია, ეს მხოლოდ და მხოლოდ, დავადასტურო სუსტი კომუნიკაცია და მე ვიტყოდი, გუნდურობის შემაშფოთებელი შესუსტება. გუნდურობა, როდესაც სუსტდება და სუსტდება იმ დონეზე, რა დონეზეც იყო შესუსტებული, ბოლო დროს, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო გახდა უკვე ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება. არ მაქვს არანაირი საფუძველი და ვერ მექნება, რომ დღეს ვისაუბრო რაიმე ტიპის გარიგებებზე, დანაშაულზე. ყველა ადამიანი ვსარგებლობთ უდანაშაულობის პრეზუმფციით, მე არ გახლავართ არც პროკურორი, არც გამომძიებელი, ამისთვის არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები და ორგანოები,“ – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“კალაძე სელფვიდეოებს, რომ გადაიღებს და facebook-ზე დარეკლამდება ამაში ვიხდით მილიონებს”-ოპოზიცია მერიის ბიუჯეტის გაზრდას ეხამურება
შემდეგი სტატიაეს არის არა ბრძოლა კვირიკაშვილის გუნდის წინააღმდეგ, არამედ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ – დავით სერგეენკო ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე