გუნდში ვერ ნახავთ ადამიანს ვინც სკამს გამოეკიდება, მით უმეტეს გიორგი – პრემიერი შს მინისტრზე

პოლიციას არ ჰქონდა სხვა გზა დარჩენილი, გარდა ლეგიტიმური ძალის გამოყენებისა – პრემიერი შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის მიმდინარე გამოძიების პარალელურად. მისი თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მათ გუნდში კი არავინ არის ისეთი მინისტრი, რომელიც “სკამს გამოეკიდება”.

“გიორგი გახარიას დღეს უყენებენ პრეტენზიას თან ისე, რომ ცდილობენ იგნორირება გაუკეთონ მთავარ შეფასებას, მთავარი შეფასება გახლავთ ის, რომ პოლიციას არ ჰქონდა დარჩენილი სხვა გზა, გარდა იმისა, რომ გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. პრეტენზიას უყენებენ იმ საკითხზე, რომელიც საჭიროებს და მოითხოვს დამატებით შესწავლას და გამოძიებას, რომ კონკრეტულმა თანამშრომლებმა შეიძლება გამოიყენეს ზედმეტი ძალა. ჩვენი მიდგომაც ეს არის, რაც შეეხება ლეგიტიმური ძალის გამოყენებას – ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს და არ აქვს არავის, რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების ქმედებებს უნდა იქნას გამოძიებული უნდა იქნას გამოძიებული მაქსიმალურად გამჭვირვალედ და შემდეგ ყველა ერთად მივიღეთ გადაწყვეტილებას, გუნდში ვერ ნახავთ ვერც ერთ ადამიანს ვინც სკამს გამოეკიდება, მით უმეტეს იმ ფასეულობათა სისტემის მქონე ადამიანს, როგორიც არის გიორგი.

დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს კითხვის ნიშანი და პასუხისმგებლობა შემოიტანოს იმაში,რომ ძალის გამოყენებას არ უნდა ჰქონოდა ადგილი. წარმოვიდგინოთ,რომ მოხდებოდა ის, რაც სურდათ ამ ავანტურისტებს,”-აცხადებს პრემიერი.

banner
წინა სტატიაშივერ ვხედავ ამ რისკს, რომ მტკიცებულებები განადგურდეს – პრემიერი 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე
შემდეგი სტატია“ეს იყო შტურმის მოგერიება, რომელიც ხორციელდებოდა პარლამენტის შენობაზე” – მამუკა ბახტაძე