გუნდის ერთი-ორი ყოფილი წევრი იმას კადრულობს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც კი არ უკადრიათ

სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენი კოლეგები, გუნდის ერთი-ორი ყოფილი წევრი იმას კადრულობს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც კი, წარმოიდგინეთ, არ უკადრიათ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„კოლეგებო, უნდა გადავწყვიტოთ, რას დავუჭიროთ მხარი: იმ ტყუილს, რომელიც ორ ვერსიაში არის წარმოდგენილი, თუ იმას, რასაც მოწინააღმდეგეები თავადვე ითხოვდნენ და რაც დღეს სახეზეა და წარმოდგენილია?! მინდა, მაგალითისთვის განვმარტო, რაც უნდა ირონიულად გამოვიდეს ჩემი გამოსვლა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი არის პირთა ჯგუფი, რომელიც შედგება ადმინისტრაციული ფუნქციის განმახორციელებელი ადამიანებისგან, პარლამენტის მრჩევლებისგან და არა ოთახი და ოფისი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე უპასუხა ეკა ბესელიას განცხადებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კანონპროექტზე ხუთი დეპუტატი მუშაობდა და ციფრი ხუთი „ძალიან სიმბოლურია“.

„როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ ციფრი ხუთი, დიახ, ციფრი ხუთი არის სიმბოლური. დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური შეიძლება იყოს თემა, რატომ არის ამ საქმეში ციფრი ხუთი. ეს ძალიან ნიშანდობლივია და შემთხვევით არ ვამბობ ამას. ძალიან ვთხოვ ყველას, ცრუ ბრალდებებისგან შეიკავოს თავი და ვილაპარაკოთ სიმართლეზე, კანონპროექტებზე, რომლებმაც რეალურად სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა მოიტანოს და არა სუბიექტურ ინტერესებზე ვინმეს ან რომელიმე ჯგუფის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმართლმსაჯულების რაიმე ფორმით შეზღუდვა გაუმართლებელია
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს