გუნდი თავიდანვე შეთანხმდა, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სია ღიად და გამჭვირვალედ განხილულიყო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 27, 2019 13:17

გუნდი თავიდანვე შეთანხმდა, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სია ღიად და გამჭვირვალედ განხილულიყო

გუნდი თავიდანვე შეთანხმდა იმ საკითხზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია უნდა განხილულიყო ღიად, გამჭვირვალედ და პარლამენტის კარი ღია იქნებოდა ყველა სუბიექტისთვის, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა იმ სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმების თაობაზე უნდა იმსჯელოს.

როგორც ოხანაშვილი განმარტავს, მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ სიაზე მსჯელობის პროცესი შეაჩერა და გადაავადა, მმართველ გუნდში უკვე არსებობდა შეთანხმება, რომ კანდიდატთა შერჩევის პროცედურა უფრო გამჭვირვალედ წარმართულიყო.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები არსებობს და დღევანდელ შეხვედრაზე მმართველი გუნდი ამ წინადადებებზე მსჯელობას გეგმავს.

„ჩვენ აქ მოსულები ვართ იმისთვის, რომ ჯერ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება და გავუზიაროთ ჩვენი პოზიციებიც. საუბარი არის იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც კანდიდატების წარდგენის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. პროცესსა და პროცედურებზე, უკვე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვიმსჯელებთ“, – განცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა იმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. განხილვის პროცესს პროტესტის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 27, 2019 13:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics