გუნდი, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში დასახელდა, ძალიან კომპეტენტურია

გუნდი, რომელიც დასახელდა და ოფიციალურადაც წარმოედგინა საქართველოს პარლამენტს, არის ძალიან კომპეტენტური ადამიანების გუნდი, -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ყველანაირი რესურსი აქვთ, რომ წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულონ, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების ნაწილში.

„ეს ძალიან კარგი გუნდია დაპირებების შესასრულებლად. ეკონომიკურ გუნდს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული განახლებული ნაწილი შეემატა მთავრობას. გიორგი გახარიაც, ზურაბ ალავიძეც არიან ძალიან გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანები, დიდი რწმენა მაქვს, რომ ისინი ძალიან აქტიურად იმუშავებენ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის და “Welcome to Georgia”-ს თანამშრომლობით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართება
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : ჩვენ არ და ვერ დავუჭერთ მხარს მთავრობის ახალ შემადგენლობას