გუმისთაში მამაკაცი გაიტაცეს

სამმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა მამაკაცმა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში, სოფელ გუმისთაში ადგილობრივი ომარ მერცხულავა გაიტაცა. ის სოხუმში საიუველირო მაღაზიის მფლობელის ახლო ნათესავია, გამტაცებლები გამოსასყიდს ითხოვენ – ამაის შესახებ ადგილობრივი მედია წერს და  მანქანის ფოტოს ავრცელებს, რომლითაც მამაკაცის გატაცება მოხდა. მანქანა სოხუმში იპოვეს ადგილობრივმა სამართალდამცველებმა. დე-ფაქტო რესპუბლიკის სოხუმის პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველო განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს
შემდეგი სტატია,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი საარჩევნო ადმინისტრაციაში ოფიციალურად დარეგისტრირდა